მე რომ წავალ ნეტავ შენ რას იგრძნობ,
მე რომ წავალ რას გეტყვიან სხვები,
ვის გაუყოფ ჩემს ნაჩუქარ სითბოს,
მე წავალ და ვეღარ შემოგხვდები.
შენზე ფიქრი დამიხუჭავს თვალებს,
არც მყოლია სხვა ვინმე შენს მეტი,
უნებურად ჩამოწვება ღამე,
ნუ დაიღლი ლამაზ თვალებს ძებნით.
მე რომ წავალ გულში ტკივილს იგრძნობ,
მე რომ წავალ გამაყოლე ცრემლი,
შენს ლამაზ ხმას სამარეშიც ვიცნობ,
დაღამდება შენი თვალის ფერით.
დაგიტოვებ მოგონების წყებას,
ჩემზე მეტად ვერვინ შეგიყვარებს,
დიდი გრძნობის ნაკვალევი რჩება
შენს სევდისფერ და მოწყენილ თვალებს.
გადაიღლი მარტოხელა ფიქრებს,
რა დიადი და ცისხელა მყავდი,
მაპატიე თუ სიცივე იგრძენ,
მადლობა რომ გიყვარდი და გწამდი.
მე რომ წავალ გულში ტკივილს იგრძნობ,
მე რომ წავალ გამაყოლე ცრემლი,
შენს ლამაზ ხმას სამარეშიც ვიცნობ,
დაღამდება შენი თვალის ფერით....