დრო არ ჩერდება
მიფრინავს წლები
შენ კი ღრმად გულში
კვლავ ბავშვი რჩები
გიყვარს ალალად
იცინი გულით
თვალები სავსე
გაქვს სიხარულით
ხან გამიცინებ
ხან მებუტები
მე კი გვერდით ვარ
და გეხუტები
შენ მუდამ მაძლევ
სიცოცხლის სურვილს
და ვერ ვიშორებ
ამ ბაგის წყურვილს
შენ ხარ ცხოვრების
სხივი ნათელი
ჩემიანი ხარ
და საყვარელი
შენი თვალები
ღია ცისფერი
ვკოცნო. არ მინდა
სხვა არაფერი
ხან გამიცინებ
ხან მებუტები
მე კი გვერდით ვარ
და გეხუტები
შენ მუდამ მაძლევ
სიცოცხლის სურვილს
და ვერ ვიშორებ
ამ ბაგის წყურვილს
ხან გამიცინებ
ხან მებუტები
მე კი გვერდით ვარ
და გეხუტები
შენ მუდამ მაძლევ
სიცოცხლის სურვილს
და ვერ ვიშორებ
ამ ბაგის წყურვილს