Предыдущая публикация
გული შემოდგომას გავს,
ყველგან ქრიან ფოთლები,
ქუჩა სხვაგან წამიყვანს,
შენ რომ მომაგონდები.
ნეტა ახლა როგორ ხარ
ან როგორ იღიმები?!
მე ასეთი მომწონხარ
გთხოვ ნუ გაიყინები.
თითქოს ყველგან მელიან
მე კი ვერსად მივედი,
ალბათ ჩემზე ძველია
შენთან ყოფნის იმედი.
იქნებ მოსვლა გინდოდა
მაგრამ ვეღარ გაბედე
არც შენი ხმა ისმოდა
თვალებშიც არ ჩამხედე.
იყო არა იყო რა
ვეღარ გაგამთლიანე,
მე რომ მოსვლა მინდოდა
თურმე დავიგვიანე.
სადღაც გაგინაპირე
დაგიჩემე ფიქრებით
მალე გაიაპრილებს
და ჩვენც ერთად ვიქნებით.
/შმაგი წიკლაური/
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 11